„მაგნოლიას“ შესახებ

აჭარის ტურიზმის დაჯილდოება „მაგნოლია“ არის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული საზეიმო ცერემონია, რომლის ფარგლებშიც რეგიონის ტურისტული სფეროს წლის საუკეთესო წარმომადგენლებს გადაეცემა სპეციალური ჯილდოები და სამადლობელო სიგელები. ამ ცერემონიას დეპარტამენტი 2015 წლიდან უწევს ორგანიზებას, რასაც წინ უძღვის შესაბამისი კვლევა. გამარჯვებულთა გამოსავლენად განხორციელებული კვლევა რამოდენიმე კომპონენტს მოიცავს, რომელთა მიხედვითაც ითვლება ქულები და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. კვლევის კომპონენტებია:

  • ტურისტების გამოკითხვა (აჭარის რეგიონის მასშტაბით ტურისტთა თავშეყრის ადგილებში)
  • მომხმარებელთა ონლაინ კვლევა
  • ტურისტული სექტორის გამოკითხვა:
    • ტურისტული სააგენტოების გამოკითხვა
    • გიდების გამოკითხვა
    • განთავსების ობიექტების გამოკითხვა
    • კვების ობიექტების გამოკითხვა
  • Booking.com-ის მონაცემები
  • Google Map-ის მონაცემები
  • Trip Adviser-ის მონაცემები (შეფასება/რეიტინგი)
  • Facebook.com-ის შეფასებები

აჭარის ტურიზმის დაჯილდოების ღონისძიება წარმოადგენს წლის ერთგვარ საზეიმო შეჯამებას. „მაგნოლიას“ ესწრებიან, როგორც რეგიონში მოქმედი ტურისტული სფეროს წარმომადგენლები, ასევე იმ სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომაადგენლები, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას.

აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს ტურისტული სერვისის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას რეგიონში და სტიმულს აძლევს კერძო სექტორს წლიდან წლამდე გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი.

მაგნოლია 2022

ბათუმში „მაგნოლია 2022“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ. საზეიმო ღობისძიებაზე გამარჯვებულები 13 ნომინაციაში გამოვლინდნენ...

გაიგეთ მეტი
მაგნოლია 2019

აჭარის ტურიზმის დაჯილდოება „მაგნოლია 2019“-ის ცერემონიაზე ტურისტებისა და ტურიზმის სექტორის რჩეულები შემდეგნაირად გადანაწილდნენ (13 ნომინაცია)...

გაიგეთ მეტი
მაგნოლია 2018

აჭარის ტურიზმის დაჯილდოება „მაგნოლია 2018“-ის ცერემონიაზე ტურისტებისა და ტურიზმის სექტორის რჩეულები შემდეგნაირად გადანაწილდნენ (9 ნომინაცია)...

გაიგეთ მეტი
მაგნოლია 2017

2017 წლის 23 ნოემბერს სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა გააუქმა "მაგნოლია 2017" დაგეგმილი საზეიმო ღონისძიება...

გაიგეთ მეტი
მაგნოლია 2016

აჭარის ტურიზმის დაჯილდოება „მაგნოლია 2016“-ის ცერემონიაზე ტურისტებისა და ტურიზმის სექტორის რჩეულები შემდეგნაირად გადანაწილდნენ (10 ნომინაცია)...

გაიგეთ მეტი
მაგნოლია 2015

აჭარის ტურიზმის დაჯილდოების „მაგნოლია 2015“-ის ცერემონიაზე ტურისტებისა და ტურიზმის სექტორის რჩეულები შემდეგნაირად გადანაწილდნენ (17 ნომინაცია)...

გაიგეთ მეტი