საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოების ღონისძიება „მაგნოლია“, რომელიც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით, 2015 წლიდან იმართება.
საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოების ღონისძიება „მაგნოლია“, რომელიც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით, 2015 წლიდან იმართება, არის პროექტი, რომლის ფარგლებშიც, საზოგადოება და ტურისტული სექტორი, გამოკითხვის და საერთაშორისო სამოგზაურო პლატფორმების მონაცემების შედეგად, წლის საუკეთესო ტურისტულ ობიექტებს და სერვისის მიმწოდებლებს 15-მდე სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლენს.
2024 წლის ნომინაციები:
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აჭარაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტების და სექტორის შეფასებებს იყენებს.
წელს პირველად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ტურისტული მომსახურების ხარისხი ონლაინ შეუძლია შეაფასოს.
ონლაინ გამოკითხვის გარდა, გამარჯვებულთა გამოსავლენად განხორციელებული კვლევა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს:
✅ ტურისტების გამოკითხვა (პირისპირ გამოკითხვის მეთოდით);
✅ ტურისტული სექტორის გამოკითხვა (ტურისტული სააგენტოები, გიდები, განთავსებისა და კვების ობიექტები);
✅ Booking.com-ის, Google Map-ის, Trip Adviser-ის, Facebook.com-ის მონაცემები და შეფასებები.
„მაგნოლია“-ს დაჯილდოების ღონისძიება ყოველწლიურად დეკემბერის ბოლოს იმართება. მას ტრადიციულად ტურიზმის სექტორის, სხვადასხვა ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.
ხმის მიცემა მიმდინარეობს!
ბათუმში „მაგნოლია 2023“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ. საზეიმო ღობისძიებაზე გამარჯვებულები 14 ნომინაციაში გამოვლინდნენ...
გაიგეთ მეტიბათუმში „მაგნოლია 2022“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ. საზეიმო ღობისძიებაზე გამარჯვებულები 13 ნომინაციაში გამოვლინდნენ...
გაიგეთ მეტიაჭარის ტურიზმის დაჯილდოება „მაგნოლია 2019“-ის ცერემონიაზე ტურისტებისა და ტურიზმის სექტორის რჩეულები შემდეგნაირად გადანაწილდნენ (13 ნომინაცია)...
გაიგეთ მეტიაჭარის ტურიზმის დაჯილდოება „მაგნოლია 2018“-ის ცერემონიაზე ტურისტებისა და ტურიზმის სექტორის რჩეულები შემდეგნაირად გადანაწილდნენ (9 ნომინაცია)...
გაიგეთ მეტი2017 წლის 23 ნოემბერს სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა გააუქმა "მაგნოლია 2017" დაგეგმილი საზეიმო ღონისძიება...
გაიგეთ მეტიაჭარის ტურიზმის დაჯილდოება „მაგნოლია 2016“-ის ცერემონიაზე ტურისტებისა და ტურიზმის სექტორის რჩეულები შემდეგნაირად გადანაწილდნენ (10 ნომინაცია)...
გაიგეთ მეტიაჭარის ტურიზმის დაჯილდოების „მაგნოლია 2015“-ის ცერემონიაზე ტურისტებისა და ტურიზმის სექტორის რჩეულები შემდეგნაირად გადანაწილდნენ (17 ნომინაცია)...
გაიგეთ მეტი